სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში სტარტი აიღო საუნივერსიტეტო Start up აქსელერატორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით.
Start up აქსელერატორში ჩაერთო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული 6 გუნდი, რომლის წევრებიც გაივლიან გადამზადებას და ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ინვესტორების წინაშე და მიიღონ მონაწილეობა “Start up საქართველოში“, სადაც შანსი ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება 50,000-100,000 ლარის ფარგლებში.